დიდი სარკე არა მხოლოდ საკუთარი თავის მთლიანად დანახვის, არამედ ოთახის სივრცის ვიზუალურად გაზრდის მშვენიერი საშუალებაა.
სარკე ყველა სახლში აუცილებელია. ძნელი წარმოსადგენია დერეფანი, აბაზანა, მისაღები ან გასახდელი ოთახი მის გარეშე. მცირე ზომის სარკეები დეკორაციადაც გამოგადგებათ - კედელზე კრეატიული კომპოზიციის შესაქმნელად. დიდი ზომის სარკე კი ხელს შეუწყობს ბნელი ოთახის განათებას.
XXL სარკეების ინტერიერში გამოყენების წარმატებული მაგალითები: გაითვალისწინეთ და თავად სცადეთ ახალი იდეები თქვენი ოთახის დიზაინში!