მათთვის, ვისაც სურს საკუთარი სახლი ყვავილების ბაღად აქციოს!
საიდან დავიწყოთ?
თუ მცენარეთა მოვლის გამოცდილება არ გაქვთ, სასურველია პირველ ეტაპზე იმ სახეობებით დაიწყოთ, რომლებიც უპრეტენზიოდ ითვლება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ მცენარეს სპეციფიური მოვლა სჭირდება. უმჯობესია, თქვენი სახლის პირობები და მცენარის მოვლის წესები ერთმანეთს შეუსაბამოთ, შეადაროთ და ისე გადადგათ პირველი ნაბიჯი თქვენი სივრცის გამწვანებისკენ
მცენარეებიდან, რომლებიც, როგორც წესი, კარგად გრძნობენ თავს საშუალო ბინაში, შეიძლება აღინიშნოს ქამედორა, სპატიფილიუი, ფიკუსი და ეპიპრემნომი.
კიდევ ერთი პატარა რჩევა: მცენარეთა სახლში შენახვის გამოცდილების გარეშე ნუ შეიძენთ ერთდროულად დიდ რაოდენობას. ბევრად უფრო მარტივია საწყის ეტაპზე ორი ან სამი განსხვავებული სახეობა შეიძინოთ, დაიწყოთ მათზე ზრუნვა და თქვენს სივრცეს შეაგუოთ. თუ ამ ეტაპს წარმატებულად გაართმევთ თავს, დაიწყეთ კოლექციის გაფართოვება უკვე საკუთარი სურვილისამებრ!